Thursday, May 31, 2012


როგორ უნდა გავცეთ მოწყალება


წინასწარმეტყველი დანიელი ბაბილონელი დიდებულების სიძულვილით ლომების ორმოში იქნა ჩაგდებულ. ექვსი დღის განმავლობაში მას არავითარი საკვები არ მიუღია, და აი, უფალი გზავნის თავის ანგელოზს იუდეაში სხვა წინასწარმეტყველთან – ამბაკუმთან, რომელიც ამ დროს მინდორში მიდიოდა, რომ მომკალთათვის საჭმელი მიეტანა. ანგელოზმა უთხრა ამბაკუმს: „მიართუ სახმარი, რომელი გაქუს, ბაბილონად დანიელს მღვიმესა მას შინა ლომთასა“. ამბაკუმმა უპასუხა: „უფალო, ბაბილონი არ მიხილავს და მღვიმე იგი არ ვიცი“. მაშინ უფლის ანგელოზმა აიყვანა იგი თმებით და სული წმიდის ძალით დააყენა ბაბილონში ორმოს თავზე. და დაიძახა ამბაკუმმა: „დანიელ, დანიელ, მიიღე სამხარი, რომელ წარმოგცა შენ ღმერთმან“. დანიელმა წარმოთქვა: „რამეთუ მომიხსენე, მე, ღმერთო, და-არც-უტევენ მოყუარენი შენნი“. ადგა დანიელი და ჭამა, ხოლო ღვთის ანგელოზმა მყისიერად დააბრუნა ამბაკუმი თავის ადგილას (დან. 14, 29-41). რა თქმა უნდა, ამბაკუმს შეიძლება ეთქვა მასთან გამოცხადებული ანგელოზისთვის: ჩემთან მინდორში მუშაკები სადილს ელოდებიან, შენ კი ამ სადილით შორეულ ბაბილონში მაგზავნი დანიელთან, რა უნდა ჭამონ ჩემმა მუშაკებმა? მაგრამ ასე არ თქვა წინასწარმეტყველმა. ღმერთმა უბრძანა სადილი წაეღო პატიმრისათვის, მშიერისათვის, და მან ბრძანება ყოველგვარი შეპასუხების გარეშე შეასრულა.
ფილანთროპია [ბერძ. philanthrōpia] - ქველმოქმედება, მოწყალება, კაცთმოყვარეობა. თანამედროვე განმარტებით აღნიშნავს "საზეგადოების სასარგებლოდ გაწეულ პირად ღვაწლს, რომელიც მიმართულია ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად".

ვიდეო